Audi S5-Rs5-Audi 2019
მთავარი
მონაცემები
ძრავი და სავალი
აღწერა
იყიდება 2019 წლის Audi A5, ჩამოყვანილია პირდაპირ კალიფორნიიდან (ლოს-ანჯელესი). შესაბამისად, მანქანას არ უნახავს მკაცრი ზამთარი და მარილიანი გზები, ქვემოდან არის აბსოლუტურად სუფთა, ჟანგისა და კოროზიის გარეშე. საქართველოში თითქმის არ უვლია. აღჭურვილია საიმედო 2.0 ტურბო TFSI ძრავითა და Quattro (4x4) სისტემით — არის ძალიან სწრაფი და თავის კლასთან შედარებით ეკონომიური. ძირითადი მახასიათებლები: - გარბენი: 94,000 კმ - ძრავი: 2.0 Turbo TFSI - ტრანსმისია: Quattro (ოთხივე წამყვანი თვალი) - სალონი: შავი ტყავი (ძალიან სუფთა, არამწეველის სალონი) - გასაღები: 2 ორიგინალი გასაღები მდგომარეობა და ისტორია: - მანქანა ჩამოვიდა მძღოლის მხარეს კარებების დაზიანებით. ორივე კარები შეცვლილია ორიგინალი, ზუსტად იგივე კოდის ფერის კარებებით ("ფერი-ფერში" დაჯდა), მანქანა არ არის გადაღებილი. ვიზუალურად კორპუსზე აქვს მხოლოდ მცირე ნაკაწრები. - ტექნიკურად არის საუკეთესო მდგომარეობაში: სავალი ნაწილი (პერედოკი) იდეალურია და ხელის დადება არ სჭირდება. - ძრავის ზეთი და ფილტრები ახალი შეცვლილია უმაღლესი ხარისხით Gez Motors-ში. - აკუმულატორი მშვენიერ მდგომარეობაშია. - აყენია ზაფხულის საბურავები. - ტექ-დათვალიერება გავლილი აქვს უპრობლემოდ. კომპლექტაცია და დამატებითი ფუნქციები: - ლუქი - Apple CarPlay & Android Auto - უკანა ხედვის კამერა - სავარძლების გათბობა - 3-ზონიანი კლიმატკონტროლი მანქანა არ საჭიროებს არანაირ დამატებით ტექნიკურ ხარჯს და მზადაა ნებისმიერი შემოწმებისთვის თქვენთვის სასურველ სერვის ცენტრში.
კომფორტი
წინასწარი შეფასება
განცხადების მონაცემები უკვე შევავსეთ. გაანგარიშებამდე გადაამოწმეთ.
გახსენით სრული კალკულატორი