BMW X5 2013
შესაძლოა მოძველებული · 7 თვის წინ
მთავარი
მონაცემები
ძრავი და სავალი
ბაზრის პოზიცია
შედარებით 4 მსგავს მანქანებთან, რომლებიც ახლახან გაიყიდნენ $2350–$7800 ფასად, ეს მანქანა გამოტანილია ამ დიაპაზონის ზემოთ.
აღწერა
იყიდება BMW E70 35d xDrive 2013 - დიზელი (M57Y ორტურბინიანი), გამოშვებულია 2013 წლის ივნისში (ბოლო წლის ბოლო თვე). ავტომობილი თავად ჩამოვიყვანე კალიფორნიის შტატიდან, საქართველოში სხვა პატრონი არ ჰყოლია, არის დაურტყმელი, აირბეგ გაუხსნელი, არ არის ჩანაძირი და ნაავარიები. ვისაც დაგაინტერესებთ, სურვილის შემთხვევაში Carfax-ის ისტორიის რეპორტს და პორტის ფოტოებსაც გამოგიგზავნით. ჩამოსვლისთანავე გავაუქმე DPF, EGR და AdBlue (ე.წ. საჟავოი ფილტრი), დანარჩენი ყველაფერი ქარხნულია - ყველა სენსორი და ამთვლელი ფუნქციონირებს გამართულად - ტექდათვალიერებას გადის უპრობლემოდ. მანქანა ქარხნულად არის შავი ფერის - Black Sapphire Metallic (475), გადაკრული აქვს გერმანული უმაღლესი ხარისხის შავი მატი ფირი 7-წლიანი გარანტიით. აღჭურვილობა: • Adaptive Drive ფარები და წვიმის სენსორი • შავი კომფორტ სავარძლები (Comfort Seats With Memory) - 20-პოზიციიანი. აქვს წელის, გვერდების და მუხლის საყრდენების ელექტრო რეგულირება • მესამე რიგის გადმოსაკეცი სავარძლები • Comfort Access: კომფორტული წვდომა (გასაღების გარეშე გაღება და დაქოქვა) • საჭის გათბობა, წინა და უკანა სავარძლების გათბობა • Climate Control With 4-Zone Ctrl: 4-ზონიანი კლიმატკონტროლი (უკანა მგზავრებს აქვთ საკუთარი მართვის პანელი) • Panorama Glass Roof: პანორამული შუშის სახურავი • Fine-Wood Trim Bamboo Grain Dark: მუქი ბამბუკის ხის დეკორატიული ჩანართები • HiFi System Professional DSP (Logic 7): მაღალი ხარისხის აუდიო სისტემა სუფთა ხმით და ძლიერი ბასით • Navigation System Professional: დიდი მონიტორი (CIC სისტემა) ნავიგაციით • Reversing Camera: უკანა ხედვის კამერა და პარკინგ-კონტროლი (PDC) წინ და უკან • Xenon & Adaptive Headlights: ქსენონის ადაპტიური ფარები, რომლებიც მიჰყვება საჭეს • საბარგულის ელექტრო გაღება-დაკეტვა • High Speed Synchronization: მაქსიმალური სიჩქარის გაზრდილი ლიმიტი (ქარხნული) მანქანას აქვს 20-იანი სხვადასხვა განიერი დისკები (4.8 IS სტილი), აყენია თითქმის ახალი ზამთრის საბურავები და მოყვება ზაფხულის საბურავების კომპლექტიც. ყველა ცვეთადი ნაწილი შეცვლილია, მათ შორის სამუხრუჭე ხუნდები. ძრავში ვასხამ Valvoline 5w30 ზეთს (ახალი შეცვლილია), ასევე შეცვლილია ანტიფრიზი და სამუხრუჭე სითხე. მანქანა არის იდეალურ მდგომარეობაში, შეგიძლიათ შეამოწმოთ სადაც გნებავთ. დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე - 591035103
კომფორტი
სტანდარტული
წინასწარი შეფასება
განცხადების მონაცემები უკვე შევავსეთ. გაანგარიშებამდე გადაამოწმეთ.
გახსენით სრული კალკულატორიKaspi
მსგავსი გაყიდვები
- BMW X5 2013291 200 კმ · Borjomi$2350195 დღე გაყიდვაში
- BMW X5 2013286 000 კმ · Kutaisi$780028 დღე გაყიდვაში
- BMW X5 2013275 200 კმ · Tbilisi$0121 დღე გაყიდვაში
- BMW X5 2013275 200 კმ · Lanchkhuti$55003 დღე გაყიდვაში
- BMW X5 2013259 200 კმ · Kaspi$4450166 დღე გაყიდვაში