Infiniti Q50 2014
შესაძლოა მოძველებული · 6 თვის წინ
მთავარი
მონაცემები
ძრავი და სავალი
აღწერა
ვყიდი ჩემს პირად ავტომობილს. ფასი 10500 USD. მანქანა თბილისშია - მომწერეთ WhatsApp-ზე ან დამირეკეთ 598 551 551 - თუმცა შეიძლება ყოველთვის ვერ გიპასუხოთ და მირჩევნია მომწეროთ. მანქანა ზაფხულში ჩამოვიყვანე პირადად ჩემთვის, თუმცა ბოლო 3 თვეა მიწევს სხვა ავტომობილით გადაადგილება, რის გამოც ეს ძირითადად აყენია - სწორედ ეს არის გაყიდვის მიზეზიც. აღჭურვილია Mercedes-ის გამძლე OM651 ძრავითა (2.2 ტურბოდიზელი) და 7G-Tronic გადაცემათა კოლოფით. მანქანა არის ძალიან მაღალი კლასის და თავისი პერიოდის ყველა კონკურენტს ბევრად სჯობს აგების ხარისხით, გამოყენებული მასალების ხარისხით, ძალიან კარგი დაკიდების სისტემით და ბევრი სხვა ნიუანსით. ჩემი კონკრეტული მანქანის ინტერიერი და ექსტერიერი არის სრულიად ქარხნული, არ აქვს არაფერი დაკლებული ან ზედმეტად დამატებული. რამდენიმე არაქარხნული გაუმჯობესება არის სალონის LED განათებები ჰალოგენების ნაცვლად, ასევე აყენია 2.5 მმ-იანი სპეისერები/ფლიანეცები რის გამოც გაუმჯობესებულია ვიზუალი. მანქანა არის EXCLUSIVE ვერსია და არა სტანდარტული Premium ვარიანტი, ეს არის კორეული ბაზრის ტოპ-ვერსია, რომელიც აღჭურვილია მაღალი კლასის ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების სისტემებით: • 360°-იანი კამერები (AVM): წრიული ხედვის სისტემა მოძრავი ობიექტების ამოცნობით (MOD). • უსაფრთხოების სრული პაკეტი (Infiniti Safety Shield): ჭკვიანი ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლი (ICC), წინასწარი შეჯახების გაფრთხილება და ავტომატური დამუხრუჭების სისტემა (FEB + PFCW), ზოლიდან გადასვლის კონტროლი (LDW + LDP), ბრმა ზონების მონიტორინგი და დაცვა (BSW + BSI) და უკუსვლით მოძრაობისას დაბრკოლებაზე ავტომატური გაჩერება (BCI). • პრე-ავარიული ელექტრო ღვედები: რომელიც ავტომატურად იჭიმება და მორგებულია სხეულზე მანქანის მოცურებისას ან ავტომატური მუხრუჭის საჭიროებისას (Pre-Crash Seat Belts) • პრემიუმ ინტერიერი და კომფორტი: ნამდვილი ხის დეკორატიული ტრიმები (Maple Wood) იმიტაცია და პლასტმასი არ გეგონოთ. გაუმჯობესებული კლიმატკონტროლი ჰაერის იონიზატორით და ინტერიერის ჰაერის ავტომატური გაწმენდის ფუნქციით. • Easy Access სისტემა: საჭის და სავარძლის ავტომატური გაწევა/დაბრუნება ჩაჯდომა-გადმოსვლისას მაქსიმალური კომფორტისთვის. • ადაპტირებადი წინა განათება (AFS), ფარები უხვევს საჭესთან ერთად დამატებითი პლიუსები ჩემი მანქანის შეძენის შემთხვევაში: • სუფთა შემშვები სისტემა: ჩამოსვლისას დაზიანებული აღმოაჩნდა ცივი კოლექტორი, რომელიც მაშინვე შევცვალე. ამ პროცესში, რადგანაც საშუალება იყო, სრულად გაიწმინდა EGR და მთლიანი შემშვები სისტემა. შესაბამისად, ის სრულიად სუფთაა დიზელისთვის დამახასიათებელი ნამწვისგან. • AdBlue სისტემის გარეშე: ავტომობილი არის 2014 წლიანი, რაც უდიდესი პლუსია. 2015-2016 წლიანი მოდელებისგან განსხვავებით, მას არ აქვს AdBlue სისტემა. ეს გათავისუფლებთ სამომავლოდ მისი სერვისის ან გაფუჭების შემთხვევაში პროგრამული გაუქმების ზედმეტი ხარჯებისგან. • ახალ შეცვლილია ზეთები (ძრავში Mobil1, კოლოფში Shell), ახალ შეცვლილია ასევე ანტიფრიზი და ორივე აკუმულატორი, ძრავთანაც და საბარგულშიც ორივე AGM.
კომფორტი
წინასწარი შეფასება
განცხადების მონაცემები უკვე შევავსეთ. გაანგარიშებამდე გადაამოწმეთ.
გახსენით სრული კალკულატორიTbilisi
მსგავსი გაყიდვები
- Infiniti Q50 2014174 000 კმ · Tbilisi$830031 დღე გაყიდვაში