Mazda MX-5 2008
მთავარი
მონაცემები
ძრავი და სავალი
აღწერა
ვყიდი OPEL GT-ის ავტომობილი გამოყვანილია საქართველოს ცენტრიდან 17 წლის წინ და რა ინფორმაციაც მე ვფლობ არის ერთადერთი საქართველოში. მანქანის ამჟამინდელი გარბენი არის 28 000კმ. არის 5 სიჩქარიანი მექანიკა, უკანა წამყვანი, ბლოკირებული ხიდით არის იდეალურ მდგომარეობაში, აყენია ყველაფერი ორიგინალი, ჩატარებული აქვს ყველა სერვისი, ძრავის ზეთი ყოველთვის იცვლებოდა 3000კმ-ზე ან შეცვლიდან 1 წლის თავზე, იმის მიხედვით რომელი პირობა დადგებოდა პირველი შეცვლილი აქვს ასევე: გადაცემათა კოლოფის, ხიდის, სამუხრუჭე სისტემის და საჭის მექანიზმის სითხეები (თითოეულ მათგანში გამოყენებულია ორიგინალი GM-ის სითხეები) შეცვლილია აალების სანთლები, აკუმლატორი და წინა ხუნდები, აყენია 4 ახალი საბურავი. მანქანას უყენია არაქარხნული დეტალებიც რომელიც კონკრეტულად შეკვეთით ამ მანქანისთვისაა ჩამოტანილი და არ არის სხვა მანქანიდან მოხსნილი და მორგებული: 1) H&R 50742 - დაბალი ამორტიზატორის ზამბარები (ქარხნულ ბილშტეინის ამორტიზატორზე) 2)სრული Magnaflow-ს გამონაბოლქვი სისტემა და Downpipe 3)OZ Ultraleggera R18x8J დისკები (თითო იწონის 8.7კგ-ს) რომელიც იმპორტირებულია იაპონიიდან 4)K&N 69-8433TTK - Cold air intake მანქანა გაძლიერებულია პროგრამულად და ამჟამად აქვს ქარხნულისგან განსხვავებით 320ცხ.ძ და 475ნმ მანქანის წონა სავსე ბენზინის ავზით არის 1250კგ მანქანაზე მოდიფიკაციების შედეგად მოხსნილი ყველა დეტალი რათქმაუნდა არის უნაკლო მდგომარეობაში შენახული, 4ივე ქარხნულ დისკზე ჯერ კიდევ აყენია ცენტრიდან გამოყვანისას დაყენებული ქარხნული საბურავები მაქვს სერვისების ინტერვალი, რომელ დღეს, რა გარბენზე, რა დეტალი/სითხე აქვს შეცვლილი მანქანაზე არასდროს არ არის გაკეთებული პოლირება, ყოველ სეზონზე მანქანა ირეცხება ქვემოდან და არასოდეს არ გაუვლია თოვლიან/მარილიან გზაზე, ქარხნული იატაკის საფენები ამოღებული მაქვს და შენახულია მათი ცვეთის თავიდან ასაცილებლად ტენტი ყოველ მესამე რეცხვაზე ირეცხება სპეციალური ტენტის საწმენდი ხსნარით და ამის შემდეგ იფარება ჰიდროფობული დამცავი საშუალებით მანქანაზე ყოველთვის სერვისის მოახლოვებამდე წინასწარ ჩამომქონდა სასერვისო დეტალები ნაწილების მიუწვდომელობიდან გამომდინარე და ამჟამადაც მაქვს: უკანა ხუნდები, ერთი წყვილი ორიგინალი აალების სანთლები, 1 დამატებითი ჰაერის ფილტრი, წყლის პომპა, თერმოსტატი და ძრავის ღვედები (ყოველი შემთხვევისთვის ) ეს დეტალები არ საჭიროებს შეცვლას და უბრალოდ მოყვება მანქანას მომავლისთვის! ფარებზე დაკრული აქვს დამცავი ფირი. მანქანას არ აღენიშნება არცერთ დეტალზე ცვეთის მნიშვნელოვანი კვალი გარდა გარე საღებავის ზედაპირზე პატარა ნაკენჭურებისა,რაც ავტომობილის ასაკისა და ექსპლუატაციის შესაბამისად ბუნებრივია. ფასი: 20 000$ კითხვების შემთხვევაში დამირეკეთ ნომერზე: 514451154
კომფორტი
წინასწარი შეფასება
განცხადების მონაცემები უკვე შევავსეთ. გაანგარიშებამდე გადაამოწმეთ.
გახსენით სრული კალკულატორი