Mercedes-Benz C 180 1995
შესაძლოა მოძველებული · 8 თვის წინ
მთავარი
მონაცემები
ძრავი და სავალი
აღწერა
მანქანა მაქვს ნაყიდი 2005 წელს, 21-ე წელია ჩემს ხელშია. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამაწვალა, სერიოზული პრობლემა დღემდე არ ჰქონია. დღეს კი ისე გამაბრაზა, რომ დავივიწყე 20-წლიანი პატივისცემა და გადავწყვიტე გავყიდო გაურეცხავიც კი. რადგან გარეცხვასაც აღარ იმსახურებს; 20 წელი ცუდი ბენზინი არ მიკადრებია და მაინც ასე გაიმეტა პატრონი. მიზეზი: მივდიოდი ტექინსპექტირებაზე და მოულოდნელად "CO" აჩვენა ნორმაზე ოდნავ მეტი. წინა წლებში ნორმასთან ახლოსაც არ მიდიოდა, რადგან ქარხნული კატალიზატორი აქვს. დავურეკე მეგობარ ხელოსანს და მითხრა, რომ "CO"-ს მოსაწესრიგებლად ძრავის გახსნაა საჭირო, რადგან არის ეჭვი, რომ ძრავმა ზეთის ჭამა დაიწყო. გარდა ამისა, განათებაზეც აქვს პრობლემა, შორი განათების ფარები (დალნები) ჩაქრა; მცველები შევამოწმე და დამწვარი არ არის. მოკლედ, ტექინსპექტირებაზე ერთი თვე მომცეს, 25 თებერვალს მიწევს განმეორებითი გასვლა. თუ 20 რიცხვამდე გავყიდე, ხომ კარგი, თუ არა და ბოლო 5 დღეში მომიწევს გაკეთება და გატარება, სხვა გზა არ მაქვს. ფასი: 2300. ტელ: 593 160 258. - მალხაზი.
კომფორტი
წინასწარი შეფასება
განცხადების მონაცემები უკვე შევავსეთ. გაანგარიშებამდე გადაამოწმეთ.
გახსენით სრული კალკულატორი