Mercedes-Benz CLS 450 2019
მთავარი
მონაცემები
ძრავი და სავალი
აღწერა
Vin: Mercedes CLS 450 4matic. გამოშვების წელი: 07.2019. გარბენი: 28,200 კმ. ავტომობილის ძარას დეფორმაცია არ ჰქონია, არაფერი არ გასწორებულა, მხოლოდ შეიცვალა გარე ელემენტები ორიგინალით, უსაფრთხოების ბალიშები არ გახსნილა. არსებობს რემონტის ფოტოები. მე ვარ მეორე მფლობელი საქართველოში, ავტომობილი გადიოდა სერვისს დილერთან და თეგეტაში. ყველა ჩანაწერი არსებობს. ტექნიკურად იდეალურ მდგომარეობაშია. ვიზუალურად არის მცირე ნაკაწრები და პატარა ჩაღუნულობა მარჯვენა სამგზავრო კარზე (შესაძლებელია PDR-ით გასწორება). მანქანა არის კარგი კომპლექტაციით. AMG პაკეტი, გაფართოებული განათება, სავარძლების ვენტილაცია, ავტოპარკირება, მატრიცული ფარები (გადაპროგრამებულია ევროპულზე, ყველაფერი მუშაობს, ჭრის სინათლის ნაკადს). დაყენებულია ნავიგაციის რუკები და გადაკოდირებულია ევროპულ რეგიონზე. ავტომობილზე აყენია თითქმის ახალი საზაფხულო საბურავები Continental sport contact 7 (გარბენი +-4000 კმ), ასევე მოვაყოლებ Nexen Winguard sport 2-ის კომპლექტს ერთი ზამთრის შემდეგ, ორიგინალ რადიატორის ცხაურს, დიფუზორს საცმებით და ზეთის/ფილტრის კომპლექტს შემდეგი სერვისისთვის. შესაძლებელია გაცვლა Tesla model S-ში 2022 წლიდან თქვენი მხრიდან თანხის დამატებით.