Mercedes-Benz E 300 2020
მთავარი
მონაცემები
ძრავი და სავალი
აღწერა
სალონი შავი ნამდვილი ტყავისაა. Plug-in ჰიბრიდია დიზელის ძრავით. სრული დატენვით ელექტროზე რეალურად 40 კმ-მდე გადის. ყოველდღიური დატენვით და დღეში 60 კმ-ის გავლით საშუალო წვა 100 კმ-ზე 3 ლიტრია. დატენვა სახლის როზეტიდანაც შეიძლება. გრძელ გზაზე დიზელს 100 კმ-ზე 5–6 ლიტრს ხარჯავს. ჯამური სიმძლავრე 306 ცხ.ძ.-ია, კოლოფი 9G-TRONIC ავტომატი. აქვს ადაპტური კრუიზ-კონტროლი (Distronic): თავად იცავს დისტანციას წინა მანქანასთან და ამუხრუჭებს. Apple CarPlay-ით ნავიგაციისთვის Google Maps-ს ან Waze-ს გამოიყენებთ. მდგომარეობა (გულწრფელად): გარბენი 201 000 კმ-ია. საქართველოში გაიარა 45000კმ. სერვისი ტარდებოდა მერსედესის ცენტრში. ზეთი და ჰაერის ფილტრი რეგულარულად იცვლებოდა. ძრავი, კოლოფი და ჰიბრიდული სისტემა ტექნიკურად გამართულია. ბატარეა კარგ მდგომარეობაშია. ძარაზე არის ნაკაწრები და მცირე კოსმეტიკური დეფექტები, სალონში კი შესაბამისი ცვეთაა. ფასი: 22 000 $ ნახვა: თბილისი, საბურთალო
კომფორტი
წინასწარი შეფასება
განცხადების მონაცემები უკვე შევავსეთ. გაანგარიშებამდე გადაამოწმეთ.
გახსენით სრული კალკულატორი