Mercedes-Benz S 320 1997
მთავარი
მონაცემები
ძრავი და სავალი
აღწერა
სასწრაფოდ!!! იყიდება | იაპონიის ბაზარი | მარჯვენასაჭიანი | 3.2 | 5-სიჩქარიანი ავტომატიკა იყიდება ჩემი პირადი 1997 Mercedes-Benz, იაპონიის ბაზრის, მარჯვენასაჭიანი, ლონგი არ არის. ეს არის ის W140, რომელსაც წლების განმავლობაში ყურადღება და სერიოზული ხარჯი აქვს გაწეული. მანქანა ნაყიდი იყო იმისთვის, რომ ჩემთვის მყოლოდა და არა უბრალოდ გასაყიდად მომზადებული ავტომობილი, ამიტომ ტექნიკურად ბევრ მნიშვნელოვან დეტალს ჩაუტარდა მომსახურება, აღდგენა და განახლება. ძირითადი მონაცემები: * 1997 წელი * S320 * M104 3.2 ბენზინის რიგითი 6-ცილინდრიანი ძრავი * 5-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი * იაპონიის ბაზრის ავტომობილი * მარჯვენასაჭიანი * გარბენი: 291,000 კმ * 62-ლიტრიანი LPG ავზი * ფერი: 189U Green Black Metallic * ტყავის სალონი 50 ლიტრი თხევადი გაზით ქალაქში გავდივარ 270 კმ მდე, ტრასაზე 370-390კმ მდე. რაც გაკეთებულია / განახლებულია: ძრავი და გამონაბოლქვის სისტემა: * შევცვალე მუხრუჭის ცილინდრი და ჩავასხი ხარისხიანი სამუხრუჭე სითხე * დავაყენე ახალი ძრავის ღვედის დამჭიმი გორგოლაჭი * იბეიდან გამოვიწერე და დავაყენე ორიგინალი ფეჩის კრანი * დავაყენე ახალი რადიატორი * გეზ მოტორსში ჩატარებულია ძრავის, კარობკის და ხიდის ზეთების მომსახურებები * გამოყენებული მაქვს ხარისხიანი ზეთები, მხოლოდ Valvoline/Castrol/Liqui Moly * ჩატარებულია ძრავის გამორეცხვა * გამოყენებულია ძრავის დამცავი/კერამიკული დანამატი * მოგვარებული იყო ძრავის ზედა ნაწილის ტიკინის/ჰიდრავლიკური კომპენსატორების პრობლემა * დაყენებულია 2022 წლის Mazda-ს OEM კატალიზატორი, უნივერსალური/ჩინური კატალიზატორის ნაცვლად * ახალი კატალიზატორის დაყენების შემდეგაც შემოწმებულია გამონაბოლქვი და CO მაჩვენებელი * სანთლებისა და ანთების სისტემას ჩატარებული აქვს მომსახურება * წინ დაყენებულია LED ნათურები სავალი ნაწილი: * ხადავოი დასერვისებულია 3 თვის წინ * სავალი ნაწილის სხვა ელემენტებიც ეტაპობრივად მოწმდებოდა და უტარდებოდა მომსახურება * მანქანაზე დგას 17-იანი დისკები * წინა საბურავები — Continental * უკანა საბურავები — Falken Azenis FK453 ელექტროობა * დაყენებულია Varta 120Ah აკუმულატორი * მანქანის ელექტროსისტემა განახლებულია და ჩატარებულია სხვადასხვა წერტილოვანი სამუშაო მოყვება უკანა ფარდა რომელიც მოხსნილი მაქვს. გაგრილების/კლიმატის სისტემა * შეცვლილია გათბობის სისტემის შესაბამისი heating control valve * კლიმატის სისტემაზე ჩატარებულია მომსახურება და მუშაობს იდეალურად კუზაო და სალონი * ავტომობილი შეძენის შემდეგ გადაღებილია * კუზაო არის ჟანგის გარეშე * სალონი შენარჩუნებულია W140-ის ორიგინალურ სტილში — ტყავი და ხის დეკორი * მანქანის საერთო ვიზუალი არის მოვლილი და კლასიკური W140-ის იერსახით მანქანაზე გაკეთებულია გაცილებით მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ გასაყიდად გამზადებულ W140-ზე, და ბოლო წლებში მის ტექნიკურ მდგომარეობაში მნიშვნელოვანი თანხა ჩაიდო და მიზის იმაზე ბევრად ძვირი რაც გასაყიდი თანხაა. ვყიდი რადგან თანხა მჭირდება პირადი მიზეზების გამო. რეალურ მყიდველს ადგილზე ვაჩვენებ მანქანას და ფასზეც მოვურიგდები, აგრეთვე ყველა გაკეთებულ სამუშაოზე დეტალურად ვისაუბრებ.
კომფორტი
წინასწარი შეფასება
განცხადების მონაცემები უკვე შევავსეთ. გაანგარიშებამდე გადაამოწმეთ.
გახსენით სრული კალკულატორი