Mitsubishi Eclipse 2004
შესაძლოა მოძველებული · 6 თვის წინ
მთავარი
მონაცემები
ძრავი და სავალი
აღწერა
იყიდება ლეგენდარული - Mitsubishi Eclipse GT. 2004 დეკემბრის გამოშვება. 6-ცილინდრიანი 3.0-ლიტრიანი ძრავით, 200-210 ცხენის ძალით. სპორტტრონიკის გადაცემათა კოლოფით, ლუქით, დიდი საბარგულით, დაბალი გარბენით. მანქანა თავის წლოვანებასთან მიმართებაში არის იდეალურ მდგომარეობაში. ძრავი, გადაცემათა კოლოფი, სავალი ნაწილი, ელექტროობა, სალონი არის იდეალურ მდგომარეობაში. ღვედები, სანთლები, ძრავის და კოლოფის ზეთი, აპორნები, ხუნდები სულ ახალი შეცვლილია. კაი ხანი ხელის დადება არ დასჭირდება არაფერს. ავტომობილი არის აბსოლუტურად სტოკი, უყენია ახალი წინა და სანისლე Halo ფარები. ასევე აყენია სარკე-რეგისტრატორი უკანა ხედვის კამერით. მანქანა მყავს 2012 წლიდან, საქართველოში გავლილი აქვს მხოლოდ 32 000 მილი 100 000-დან. დაზიანებების გარეშე. ტექდათვალიერებას გადის უპრობლემოდ. მოვაყოლებ: ორიგინალ წინა და სანისლე ფარებს, 4-ცალ ზამთრის საბურავს, ოთხივე სტერჟინს (მალე დასჭირდება შეცვლა) და სხვადასხვა ნაწილებს. ხელის შევლება სჭირდება მხოლოდ გარედან, აქვს ნაკაწრები და წინა ბამპერი არის შესაკეთებელი, მხოლოდ პლასტმასი (ნაჩვენებია ბოლო ფოტოზე), რაზეც ცოტას დავაკლებ. დანარჩენი არის მაგრად მოვლილი, სუფთა, უჟანგავი, უპრობლემო, კარგი გასართობი მანქანა. სადგომად მეცოდება თორემ არ გავყიდდი. დამიკავშირდით მხოლოდ რეალური მყიდველი. გაცვლა არ განიხილება.
კომფორტი
წინასწარი შეფასება
განცხადების მონაცემები უკვე შევავსეთ. გაანგარიშებამდე გადაამოწმეთ.
გახსენით სრული კალკულატორი