Neta AYA 2023
შესაძლოა მოძველებული · 6 თვის წინ
მთავარი
მონაცემები
ძრავი და სავალი
აღწერა
იყიდება ორი, სრულიად ახალი NETA AYA, ერთი რუხი და ერთი ე.წ. დაფნის მწვანე (იხ. სურათებში). ელეგანტური და ჭკვიანი, ერთი დატენვით 401 კმ გამავლობის კროსოვერი. თავის საფასო სეგმენტში უმაღლესი კომპლექტაციით, რაც მოიცავს: კლიმატ კონტროლს კრუიზ კონტროლს უახლესი თაობის ლითიუმ რკინა ფოსფატის 41 კილოვატიან ბატარეას, რომელსაც დატენვა-განმუხტვის თითქმის განუსაზღვრელი ციკლი გააჩნია მულტი საჭეს E-Pedal (სისტემას, რომელიც გულისხმობს ავტომობილის ერთი პედლით მართვას, აჩქარებას და დამუხრუჭებას სრულ გაჩერებამდე) 14.6 ინჩიან თაჩსქრინ ტესლას ტიპის მაღალი გარჩევადობის მონიტორს ინგლისური ენის, Apple CarPlay და Android Auto მხარდაჭერით უკანა ხედვის კამერას ადაპტირებად კრუიზ კონტროლს ავტომატურ ფარების ანთების კონტროლს და მრავალ სხვა ფუნქციას მოყვება სტაციონარული, სწრაფი 7 კილოვატიანი 220 V დამტენი, რაც ამ ფასის მანქანისთვის იშვიათობაა. თუ ცხოვრობთ ქალაქში ან ქალაქთან ახლოს და გაქვთ მანქანის მუდმივი გასაჩერებელი ადგილი, ჩათვალეთ, რომ თითქმის უფასოდ მგზავრობთ კომფორტული, ლამაზი ავტომობილით, უფასოდ სარგებლობთ ქალაქის პარკინგით, არ აბინძურებთ გარემოს, არ გჭირდებათ ზეთის, ე.წ. რემნის ცვლა, ძრავის ტემპერატურის კონტროლი და ათასი თავის ტკივილი, რომელიც შიგა წვის ძრავიან მანქანებს თან ახლავს. ვინც ერთხელ მაინც გამოსცადა ელექტრომობილი, იგი აღარასოდეს დაუბრუნდება ბენზინის ძრავიან ავტომობილს.
კომფორტი
წინასწარი შეფასება
განცხადების მონაცემები უკვე შევავსეთ. გაანგარიშებამდე გადაამოწმეთ.
გახსენით სრული კალკულატორი