Nissan Serena 2015
მთავარი
მონაცემები
ძრავი და სავალი
აღწერა
იყიდება Nissan Serena Highway Star — მანქანა ჩამოყვანილია 2025 წლის სექტემბერში, არის მოვლილი და სუფთა, როგორც გარედან, ისე შიგნიდან; სალონი აბსოლუტურად სუფთაა. ძრავისა და გადაცემათა კოლოფის ზეთები ახალი შეცვლილია, ახალი აქვს წინა სამუხრუჭე ხუნდები, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება და მოყვება ზამთრის საბურავების კომპლექტი და სპეციალურად ამ მანქანისთვის შეკერილი მატრასი, რომელიც იდეალურია მოგზაურობისა და სალაშქროდ. საწვავის ხარჯი დაახლოებით 9 ლ/100 კმ ტრასაზე და 11 ლ/100 კმ ქალაქში. მნიშვნელოვანი ინფორმაცია: მანქანას აქვს პრობლემა გადაცემათა კოლოფთან — ზეთის გათბობისას კოლოფი იწყებს დარტყმით/არათანაბრად მუშაობას, ხოლო ცივ მდგომარეობაში მუშაობს ნორმალურად. მანქანაზე დამატებით დაყენებულია გადაცემათა კოლოფის რადიატორი. მანქანა იყიდება პრობლემის გათვალისწინებით და მინიმალურ ფასად. დაინტერესებულ მყიდველს შეუძლია თავად შეაფასოს მდგომარეობა; ფასში გათვალისწინებული სხვაობა დაახლოებით შეესაბამება ახალი გადაცემათა კოლოფის შეძენისა და დაყენების ხარჯს.
კომფორტი
წინასწარი შეფასება
განცხადების მონაცემები უკვე შევავსეთ. გაანგარიშებამდე გადაამოწმეთ.
გახსენით სრული კალკულატორი