Tesla Cybertruck 2024
შესაძლოა მოძველებული · 1 თვის წინ
მთავარი
მონაცემები
ძრავი და სავალი
აღწერა
Tesla Cybertruck ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და შესამჩნევი ავტომობილია — სადაც არ უნდა გაიარო, ყურადღების ცენტრში აუცილებლად მოექცევი და ყველას დააინტერესებს, რა ავტომობილით გადაადგილდები. თუ ყურადღება და განსხვავებული ავტომობილი მოგწონს, ეს მანქანა ნამდვილად შენთვისაა. ხოლო თუ მშვიდად და შეუმჩნევლად გინდა გადაადგილება, მაშინ უბრალოდ მინების დაბურვაა საჭირო. მიუხედავად შთამბეჭდავი ზომებისა, Cybertruck ძალიან მარტივად სამართავია. უკანა ბორბლებიც უხვევს, რის გამოც ქალაქში მანევრირება საოცრად მარტივია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კომფორტის თვალსაზრისით Mercedes S-Class-ს არ ჩამოუვარდება და მისი პარკირებაც საკმაოდ მარტივია. ავტომობილს აქვს ძალიან ძლიერი და ხარისხიანი აუდიოსისტემა, რომელიც სუფთა და შთამბეჭდავ ხმას უზრუნველყოფს. Cybertruck-ის სამართავად C კატეგორიის მართვის მოწმობა არ არის საჭირო — მისი მართვა შესაძლებელია B კატეგორიის მართვის მოწმობით. ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტიც მაქვს საპატრულო პოლიციიდან. ავტომობილი აღჭურვილია ორი ელექტროძრავით და აქვს ოთხივე წამყვანი თვალი. ასევე, აქვს პნევმატური დაკიდების სისტემა, რომლის საშუალებითაც კლირენსის მნიშვნელოვნად აწევაა შესაძლებელი. მაქსიმალურ სიმაღლეზე აწევისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს მანქანა აფრენას აპირებს. თუ გინდა ავტომობილი, რომელიც ჩვეულებრივ მანქანას არ ჰგავს, გამორჩეულია, კომფორტულად იმართება და ქუჩაში ყველას ყურადღებას იქცევს — Tesla Cybertruck ნამდვილად განსაკუთრებული არჩევანია. აქვს ტესლას ცენტრის სამუდამო გარანტია, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ ტესლას ოფიციალურ ცენტრებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ერთი დამუხტვით გადის 550 კმ-ს, არის საუკეთესო მდგომარეობაში, ყავდა მხოლოდ ერთი მეპატრონე. შესაძლებელია გაცვლაც.
კომფორტი
წინასწარი შეფასება
განცხადების მონაცემები უკვე შევავსეთ. გაანგარიშებამდე გადაამოწმეთ.
გამყიდველმა ამ ავტომობილის ფასი ჯერ არ არის მითითებული. გახსენით სრული კალკულატორი და შეიყვანეთ ავტომობილის ფასი გამოთვლის მისაღებად.
გახსენით სრული კალკულატორი